მიმდინარე წლის 23-28 ოქტომბერს, კახეთის მხარეში, სსიპ ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი,” საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს:
,,ბავშვები ბავშვებისთვის სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედის” საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-შემეცნებითი კონცერტების სერია კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისთვის.”
პროექტის ფარგლებში კონცერტი ჩატარდება:
24 ოქტომბერს:
15:00 საათი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის N1 სამუსიკო სკოლა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება თავისუფალია.