მხოლოდ ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში.

გუშინ, 15 იანვარს დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია. ფედერაციაში წარდგენილია მხოლოდ ერთი, მოქმედი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის კანდიდატურა.

ფედერაციის ინფორმაციით, კობიაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე წარადგინა 29 სუბიექტმა. ქართული ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტს მიმდინარე წლის 4 თებერვალს აირჩევენ.

არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მომავალი 4 წლის განმავლობაში.