“მშვიდობის პარკში” ქორეოგრაფიისა და მუსიკის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

თელავში, 8 ივნისს, ქორეოგრაფიისა და მუსიკის ფესტივალი გაიხსნა, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, თელავის ახლადრეაბილიტირებულ “მშვიდობის პარკში” დაიხურა.

ქორეოგრაფიისა და მუსიკის ფესტივალის დასკვნით კონცერტზე მონაწილეობა ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაიმართა თემატური გამოფენაც.

მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალები და კულტურული საღამოები ძალიან დიდ როლს თამაშობს როგორც ხელოვნების პოპულარიზაციაში, ისე ახალგაზრდების განვითარებაში.

„მე ვარ ქორეოგრაფიული სტუდია „გენიას“ წარმომადგენელი ვიცეკვეთ ცეკვა „მთისანი“’. ვფიქრობ, ძალიან კარგია ასეთი ღონისძიებები და ვისურვებდი კიდევ უფრო ხშირად ჩატრდეს მსგავსი ტიპის ფესტივალები, რადგან მოცეკვავისათვის უფრო მეტი გამოცდილება და მეტი შესაძლებლობაა, რომ  განვითარდეს“,- განაცხადა გვანცა გერმანიშვილმა.