მიხეილ ყაველაშვილმა დედოფლისწყაროში ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აგროსაწარმო „სვანიძის ზეთისხილს“ ეწვივნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეთისხილის რთველში მიიღეს მონაწილეობა, დაათვალიერეს ზეთისხილის ბაღები და საწარმოში ზეთის წარმოების სრულ ციკლს გაეცნენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოების მასშტაბითა და ხარისხის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.