„მზეო თიბათვისა“ ბებია-პაპების კლუბმა თელავში გალკატიონ ტაბიძის შემოქმედება გააცოცხლა

თელავში, დასასვენებელ პარკ ნადიკვარზე, ბებია-პაპების კლუბის ორგაზინებით ჩატარდა შემოქმედებითი საღამო – „მზეო თიბათვისა“, სადაც კლუბის წევრებმა წაიკითხეს ლექსები გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან. გაიხსენეს ის, თუ როგორ ახასაითებდნენ თანამედროვენი გალაკტიონის პიროვნებას და მის პოეზიას.

„გალაკტიონს ყველაზე მეტად უხდება ეს პერიოდი, ივნისის თვე – „მზე თიბათვისა“. ვფიქრობ გალაკტიონი თავისი გენიალურობიდან გამომდინარე ნამდვილად იმსახურებს არ დავივიწყოთ მისი შემოქმედება და ამით პატივი მივაგოთ ჩვენი უდიდესი პოეტის ხსოვნას. გალაკტიონი იმდენად დიდი და ყოვლისმომცველია, რათქმაუნდა ამ პატარა ღონისძიებებით ჩვენ ვერასდროს ვერ ამოვწურავთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი საღამოები მნიშვნელოვანია თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დავიწყებას არ მიეცეს ჩვენი კულტურა, ხელოვნება, რომელსაც ისეთმა ადამიანებმა შთაბერეს სული, როგორიც იყო გალაკტიონ ტაბიძე“, – აღნიშნა ბებია – პაპების კლუბის ხელმძღვანელმა გვანცა ქეშიკაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს კი, დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“.