თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ესტუმრა, გადასცა საახალწლო ამანათები და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საახალწლო ამანათი გადაეცა 600-მდე ოჯახს.