დღეს, 15 აპრილს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსებიდან 14 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად, თელავის #9 საჯარო სკოლის მანდატურებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მანდატურებს სამუშაო გარემოში ესტუმრნენ.
ლევან ანდრიაშვილმა სკოლებში მანდატურის სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდატურები უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი იმედი და საიმედო დასაყრდენია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის.
„მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვასა და მათთვის სასწავლო დაწესებულებებში სანდო გარემოს შექმნაში თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით. თქვენი ყოველდღიური შრომის დამსახურებაა, რომ ჩვენს სკოლებში მოსწავლეებზე მორგებული, ორიენტირებული და ჯანსაღი გარემოა შექმნილი, რაც ბავშვებისათვის და მათი მშობლებისთვის სკოლას კიდევ უფრო საიმედო დაწესებულებად აქცევს. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას!“– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.