ლევან ანდრიაშვილმა ანსამბლ “მართვეს” 25 წლის იუბილე მიულოცა.

თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “მართვემ” აღნიშნა დაარსების 25 წლის იუბილე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოცეკვავეებსა და მათ ხელმძღვანელებს იუბილე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
“დავესწარი თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მართვეს” დაარსენიდან 25 წლის აღსანიშნავ, საიუბილეო კონცერტს. “მართვეს,” თავისი არსებობის მანძილზე, გამართული აქვს ათობით სოლო კონცერტი, მოპოვებული აქვს 3 გრანპრი და სხვადასხვა საპრიზო ადგილები საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ კონკურს-ფესტივალებში. ანსამბლს მიმდინარე წელს მუნიციპალური სტატუსი მიენიჭა. ვულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს ანსამბლის 25 წლის იუბილეს!” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.