ლევან ანდრიაშვილი წინანდლის სამუსიკო სკოლის შემაჯამებელ კონცერტს დაესწრო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სამუსიკო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელსაც დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი. ღონისძიებაზე მონაწილობდნენ სკოლის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები და პედაგოგები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინანდლის სამუსიკო სკოლის წარმომადგენლებს მოპოვებული აქვთ ათობით გრანპრი და სხვადასხვა საპრიზო ადგილი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე.
წინანდლის ისტორიულ მუსიკალურ სასწავლებელში, ახალგაზრდები იღებენ განათლებას ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის მიმართულებით და ეუფლებიან სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას.