თელავში, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რასაც ეტაპობრივად თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე ეცნობა. გზების რეაბილიტაციის პროექტმა თელავში მასშტაბური სახე მიიღო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება როგორც ქალაქში, ისე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა წელსაც პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გასული წელი. 2023 წელს ჯამურად 21კმ-ზე მეტი გზის საფარი მოწესრიგდა, პროექტების ჯამურმა ღირებულებამ კი 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მოასფალტების პარალელურად, პროექტების მიმდანრეობისას, უმეტეს ქუჩებზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და წესრიგდება გზის ფეხით სავალი ნაწილიც“,- აღნიშნავს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, ასევე, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების და შესასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.