აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, ახალი შუამთის დედათა მონასტერში დაესწრო. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
“ქრისტე აღდგა! დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო ზეიმობს. ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!” – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.