თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა თელაველ სპორტსმენებს – მარიამ ფროდიაშვილს, სალომე ფროდიაშვილს, რომლებმაც ტყვიის სროლაში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს და საქართველოში ევროპის ჩემპიონის სტატუსით, 3 ოქროს მედლით, გუნდური და პირადი პირველობით დაბრუნდნენ, ასევე ზურაბ ძამუკაშვილს, რომელმაც 83კგ წონით კატეგორიაში 322,5კგ წონის ამოწევით, „არნლოლდ კლასიკზე“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ლევან ანდრიაშვილმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და სამომავლო გეგმები მოისმინა.
„თითოეული თელაველისთვის და არა მარტო მათთვის, საამაყოა ის წარმატება, რომელსაც თქვენ ევროპის და მსოფლიო მასშტაბით მიაღწიეთ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო მნიშვნელობის ჩემპიონატებსა და ტურნირებზე მოასპარეზე თელაველი სპორტსმენები ასეთი შედეგებით ბრუნდებიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს, რომ სპორტული მიმართულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს თელაველი ახალგაზრდების მეტი მოტივაციისა და წარმატებისთვის“;– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდოც გადასცა.