დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერილევან ანდრიაშვილი,თელაველ ახალგაზრდა ძიუდოისტსმარიამ გულიაშვილსშეხვდა.
ლევან ანდრიაშვილმა თელაველ სპორტსმენს ბოლო დროს მიღწეული წარმატებები მიულოცა სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი პრიზით, რომელიც მერმა პირადად გადასცა ახალგაზრდა ძიუდოისტს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ გულიაშვილმა მიმდინარე წლის3 ივლისს, თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი, ხოლო 20 ივლისს,თურქეთის ქალაქ ქოჩაელში გახდა ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ გულიაშვილი 7 წლისასაკიდან ვარჯიშობსთელავის ჭიდაობის სპორტულ სკოლაში.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელიზაქრო კევლიშვილიდა ამავე სკოლის მწვრთნელიგია ბახბახიშვილი.