თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, N14 ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ღირებულება შეადგენს 391 565 ლარს.