დღეს, კურდღელაურის საჯარო სკოლას დაარსებიდან 125 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას როგორც საჯარო სკოლის, ისე თელავის მუნიციპალიტეტში არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ.
125 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს სკოლის მოქმედმა მასწავლებლებმა და იმ პედაგოგებმა, რომლებიც კურდღელაურის სკოლაში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.