5 ნოემბერს, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე კერძო საცხოვრებელი სახლების და შენობა – ნაგებობების სახურავები.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და აღნიშნეს, რომ ზარალის შესწავლის დასრულების შემდეგ, ქარისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.