კახეთში უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კახეთში უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.
ბანაკის მონაწილე უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს.
ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.