ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს,15 დეკემბერს, თბილისში თავისუფლების მოედანზე 17:00 საათიდან გაიმართება სახალხო ზეიმი.
სახალხო ზეიმზე დასწრების მიზნით კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეებს ტრანსპორტი მოემსახურება უფასოდ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით საზეიმოდ მოირთო.