სახელისუფლებო პარტიამ „ქართულმა ოცნებამ,“ პირველი კონფერენცია 21 ივნისს, თელავსა და ახმეტაში გაიმართა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, ხოლო ახმეტის ორგანიზაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური უხელმძღვანელებს.
ახმეტაში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე ასევე აირჩიეს ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები.
დღეს, 22 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი დაასახელა. ასევე აირჩიეს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები.
„ქართული ოცნების“ გურჯაანის ორგანიზაციას გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი უხელმძღვანელებს.
„ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე, ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე და ბიუროს წევრები აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში კონფერენციები გრძელდება. შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში.