ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კახეთის რეგიონში ახორციელებს წყალმომარაგების გაუმჯობესების 25 პროექტს.
პროექტების დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს დაახლოებით 107 000 ბენეფიციარი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, პროექტები მიმდინარეობს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც.