კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი EURO 2024-ის მატჩის საჯარო ჩვენებისთვის ემზადება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებისთვის, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი აქტიურად ემზადება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა, ხოლო მოქალაქეებს ჩართულობასა და ერთობლივი გულშემატკივრობისკენ მოუწოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს დიდი ეკრანის მონტაჟი, ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოყოფილი იქნება კვების კუთხე. ველოდებით უამრავ გულშემატკივრს, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“,- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.

ღონისძიებების ჩატარების კონკრეტული ადგილები და პროგრამები ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.