კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხევდრაზე შეაჯამეს 2024 წლის მუშაობა და იმსჯელეს 2025 წელს კახეთის რეგიონში განსახორციელებელ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათავლისწინებული შემდეგი საკითხები:
2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტატისტიკა და შესრულების ვადები გეგმა – გრაფიკის შესაბამისად;
2025 წელს გარდამავალი და დაგეგმილი პროექტები;
მოახლოებული ახალი წლის დღეების ორგანიზებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო მიმართულება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და გივი მეტრეველი.