საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.
„კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს (ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო), პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.
მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.“ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო