მიმდინარე წლის 23–28 ოქტომბერს, კახეთის მხარეში, სსიპ ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი,“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს:
„ბავშვები ბავშვებისთვის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-შემეცნებითი კონცერტების სერია კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისთვის.“
პროექტის ფარგლებში კონცერტი ჩატარდება:
27 ოქტომბერს
15:00 საათი – ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი;
28 ოქტომბერს
15:00 საათი – სოფელ შილდის სამუსიკო სკოლა;
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება თავისუფალია.