„კახეთიდან, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!” – გიორგი ალადაშვილი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში ოჯახის სიწმინდის დღე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის კოორდინირებით და კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, მასშტაბურად აღინიშნა.

თელავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირების მიერ აღვლენილ პარაკლისს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ოჯახთან, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. კახეთიდან, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!”- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, უქმე დღედ გამოცხადდა.