კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონ დუ კიმს შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. გიორგი ალადაშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა კახეთში, როგორც მეღვინეობა – მევენახეობის რეგიონში, სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ტურისტული ნაკადის მზარდ პოტენციალზე.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა განსაზღვრეს საერთო მიმართულებები და სამომავლო, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი მდივანი, სანგ ჯუნ კანგი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სანგ მუნ ვუ.