
3 აპრილს, იაპონიაში, ქალაქ უშიკუში, თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ უშიკუს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და ქალაქ უშიკუს მერმა კაზუტოში ნუმატამ.
ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ხაზი გაესვა პარტნიორობის გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ისტორიაში ქალაქების დამეგობრების პირველი შემთხვევაა, რაც ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

On April 3, in Ushiku, Japan, a Memorandum of Cooperation was signed between Telavi Municipality and the city of Ushiku.
The document was signed by the Mayor of Telavi Municipality, Vazha Maghradze, and the Mayor of Ushiku, Kazutoshi Numata.
During the signing ceremony, the parties emphasized ways to deepen their partnership and highlighted prospects for future cooperation.
Notably, this marks the first instance of a sister-city relationship in the history of Georgia-Japan relations, which lends this event particular significance.