თუშეთში მთის დღეების ორგანიზებისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თუშეთში, სოფელ ომალოში,  იმართება მთის დღეები.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქტიურად მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადების პროცესი.

ტერიტორიაზე ეწყობა ეთნო კუთხე და მოწვეული შეფმზარეულის მიერ დამზადდება ტრადიციული თუშური კერძების ვარიაციები. გარდა ამისა, გაიმართება დოღი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მოხდება გამარჯვებულების დაჯლდოება. ამასთან, ჩატარდება თექის, კერამიკის და ხატვის გაკვეთილები.

აღსანიშნავია, რომ მთის დღეებს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლი “ირიაო”, ჯგუფი “ფრანი” კოცონთან მუსკალურ ნომრებს შესარულებს “ჩვენი კვარტეტი“.