თორნიკე შენგელია, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ოქტომბრის თვის MVP გახდა.
ოქტომბერში გამართულ 5 შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23.6 შეადგინა, რაც ტურნირზე მეორე შედეგია, თამაშში საშუალოდ ჩაგდებული 18.4 ქულით კი ის მესამე ადგილს იკავებს.
თორნიკე შენგელია ბერლინის „ალბას“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. მისი კარგი თამაშის წყალობით, „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე 4 მოგებითა და 1 მარცხით მესამე პოზიციას იკავებს.