თესაუში პროექტის-,,სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში,, გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ტექნოპარკისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ერთობლივი პროექტის –,,სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში,, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

I ადგილი – ბექა ბოჭორიშვილი

( პროექტი – მეორადი ხე მასალის წარმოება )

II ადგილი – მარიამ წუიშვილი

( სამკურნალო მცენარეები )

III ადგილი – თორნიკე სანდოშვილი ( ფეინთბოლი )

გამარჯვებული პროექტები ჟიურიმ გამოავლინა სამი კრიტერიუმის: ინოვაციურობის, კომერციალიზაციისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.