თესაუში მეცნიერ ქალთა დღე აღინიშნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თესაუში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე კონფერენციით აღნიშნეს.

თესაუს ცნობით, მეცნიერმა ქალებმა სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებზე, ბოლო პერიოდში გამარჯვებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს, აქტუალურ თემებზე საკუთარი პრეზენტაციები შესთავაზეს. კონფერენციის მონაწილეებს, სამეცნიერო ხედვა სხვადასხვა მიმართულებით, პროფესორებმა, ნინო კახაშვილმა, ნინო ვეფხიშვილმა, მაგდა დავითაშვილმა, მანანა კევლიშვილმა, ნუნუ გელდიაშვილმა, ნინო კოჭლოშვილმა და თამარ მიქელაძემ გააცნეს. ღონისძიების მონაწილეებს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, 2015 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება.