დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის “ერეკლე II-ს” ორგანიზებით, აზროვნების აკადემიის ლექტორმა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წინამძღვარმა, თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.
თესაუს ინფორმაციით, თეოდორე გიგნაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, ხოლო ლექციის თემას წარმოადგენდა “ქრისტიანობა და თანამედროვე გლობალური სამყარო.”
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა თანამედროვე გლობალური სამყაროს სიკეთეები და საფრთხეები, ასევე გლობალიზაციის პროცესში ქრისტიანული რელიგიის როლი და მნიშვნელობა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.