თელავში ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში გრძელდება ცენტრალურ მოედანზე მდებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლესვისა და სამღებრო სამუშაოები ამჯერად მიმდინარეობს მეფე ერეკლეს გამზირზე მდებარე, N2 კორპუსზე.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, დაზიანებული არქიტექტურული ელემენტების შეკეთება და შეცვლა მოხდება იმგვარად, რომ შენობებს მაქსიმალურად შეუნარჩუნდება პირვანდელი იერსახე.