თელავში ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა ქალაქ თელავში, ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის, ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხი და ბორდიური. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი იგება 170 გრძ. მ. მონაკვეთზე.
აღნიშნული სამუშაოების ბიუჯეტი 186 377 ლარია, ხოლო შემსრულებელი კომპანია: შპს ,,ენ-დი როუდი,,.