თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, სტარტი აიღო “საქართველოს თავისუფლების თამაშებმა“ (სასკოლო ლიგა).
თამაშები, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება, მიმდინარეობს სპორტის 6 სახეობაში: კალათბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, რაგბში, ჭადრაკში და მინი ფეხბურთში.
დღეს თამაშები ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
მაგიდის ჩოგბურთი:
ბიჭებში:
1 ადგილი – 9 საჯარო სკოლა (რატი სტეფანიშვილი)
2 ადგილი – 6 საჯარო სკოლა (ავთანდილ ჩილაძე)
ბადმინტონი:
გოგონები:
1 ადგილი – 4 საჯარო სკოლა (ნანუკა არაბული)
2 ადგილი – 4 საჯარო სკოლა (ემი თაქთაქიძე)
ბიჭებში:
1 ადგილი – 9 საჯარო სკოლა ( ბექა ვართანაშვილი)
2 ადგილი – 4 საჯარო სკოლა (ლუკა ბიწკინაშვილი)
“საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფინალური, დასკვნითი თამაში გაიმართება ჭადრაკში, მიმდინარე წლის 26 მაისს.