თელავში სამართალდამცავმა და ძალოვანმა უწყებებმა სპორტულ ტირში მიიღეს მონაწილეობა

დღეს, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში არსებულმა სპორტულმა ტირმა უმასპინძლა თელავის სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებს.

10 მეტრიან დისტანციაზე ტყვიის სროლაში ჩატარდა ტურნირი, სადაც გათამაშდა „მერიის თასი“. ტურნირზე მიწვეული იყო 16 უწყება, საიდანაც მონაწილეობა მიიღო 27 მა სპორტსმენმა.

გამოვლიდნენ გამარჯვებულები:

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა – I ადგილი

შსს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველო – II ადგილი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რდპ სამმართველო – III ადგილი

მამაკაცები:

ბაჩანა ყურშიტაშვილი (საპატრულო პოლიცია) I ადგილი

გიორგი შოშიაშვილი (თელავის რაიონული სასამართლო) II ადგილი

გოგი ხელაშვილი (თავდაცვა) – III ადგილი

ქალები:

მაია შარმაზანაშვილი (თავდაცვა) – I ადგილი

ნინო ასაბაშვილი (თავდაცვა) – II ადგილი

ნატო ნაცვლიშვილი (სამაშველო სამსახური) – III ადგილი