თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
“მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზების გაწმენდა. დღის განმავლობაში ავტობუსების გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.