თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, საზეიმოდ დაიხურა შალვა დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კონკურს-ფესტივალი.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალის საიუბილეო, მეათე დახურვის ღონისძიებაზე გაჟღერდა კონკურს-ფესტივალის ჟიურის მიერ გამოვლენილ ფინალისტთა მიერ შესრულებული საკონკურსო ნაწარმოებები.
საპრიზო ადგილები დაიმსახურეს თელავის პირველი სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა (II ადგილი), ამავე სკოლის ბიჭუნათა ტრიომ (III ადგილი) და ნომინაცია „შალვა დავითაშვილის ნაწარმოების საინტერესო ინტერპრეტაცია.” II ადგილი და ნომინაცია „გ. ყაჩელის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია,“ დაიმსახურეს თელავის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა იოანე ედიშერაშვილმა და ნინო ჩუბინაშვილმა, ხოლო ამავე სასწავლებლის მოსწავლემ ნინო კუპატაძემ მოიპოვა I საპრიზო ადგილი და ნომინაცია „შალვა დავითაშვილის ნაწარმოების საუკეთესო შესრულება.” ნინო იორდანიშვილი, თელავის სამუსიკო სასწავლებელი, პირველი პრემია და გამარჯვებული ნომინაციაიში – “კლასიკური არიის საუკეთესო შემსრულებელი.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრიზით დააჯილდოვა ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე ნინო კუპატაძე.
ფესტივალი თელავში, მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობდა 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.