თელავში საერთაშორისო სტანდრადის შესაბამისი საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ არსებულ სათადარიგო ფეხბურთის მოედანზე, ბალახის საფარის დაგება დაიწყო.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი და ტრიბუნები, შემოიღობა მოედანი, აშენდა გასახდელები და სველი წერტილი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.