თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.მიმდინარე სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად მოინახულა.
უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს ექვსი ღია და ორი დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PRDIP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.