თელავში კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოდრიშვილის ქუჩის I ჩიხის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, სადაც ასფალტის მეორე ფენა უკვე დაიგო.
დასრულების ეტაპზეა ასევე, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც პროექტის ფარგლებში 689 მ სიგრძის გზაზე, ასფალტის საფარის შეცვლის პარალელურად, ორმხრივი ტროტუარი და ბორდიურები მოეწყო.
მერიის ცნობით, თელავში ჯორჯაძის, მშვიდობისა და მაჩაბლის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.