თელავში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ღონისძიების სამზადისი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
15:00 საათიდან სცენას ადგილობრივი შემსრულებლები დაიკავებენ, პატარებს კი შეეძლებათ თოვლის პაპისგან საჩუქრების მიღება.
კონცერტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კვარტეტი რანინა, კახაბერი და ხანუმები, DJ გიგა პაპასკირი, ღონისძიებას საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “ახალი წლის დღეები” წელს უკვე მეოთხედ იმართება.