თელავში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგო #85, #87 და #91 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გათვალისწინებულია 19 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია.