1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, “თელავის ქალთა ოთახისა” და ახლა უკვე “ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს” ინიციატივით, ტრადიციულად გაიმართა საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა-გაყიდვა.
“ქალთა ოთახის” ინფორმაციით, გამოფენა – გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს.
“გმადლობთ, რომ შემოუერთდით ამ პროექტს, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან რაიმე საქმისთვის, ისინი აშენებენ უფრო ძლიერ და შემწყნარებელ საზოგადოებას. ქველმოქმედება ქმნის საერთო მიზანს, რომელიც აძლიერებს ურთიერთგაგებას და ემპათიას,” – ნათქვამია “ქალთა ოთახის” მიერ გამოქყვეყნებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ:
თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები