თელავში ნიკოლოზ მთვარელიშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში ნიკოლოზ მთვარელიშვილის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გაცნობის მიზნით, დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
დღეს, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება 202მ სიგრძის გზის რეაბილიტაცია.
ქუჩაზე ამ დროისთვის მოწყობილია ბორდიურები, ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები, რომლებიც მოასფალტდება.