თელავში ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

21-22 ივნისს, თელავში, თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავის” ორგანიზებითა და საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით,  ჩატარდა ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯის საერთაშორისო ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო უკრაინის, სომხეთის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, საგარეჯოსა და თბილისის გუნდების 150 – მდე ტანმოვარჯიშემ.
როგორც მედეა ვეკუამ განაცახადა, თელაველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდნენ საჩვენებელი ნომრებით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, შედეგად ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მედლებით, დიპლომებით და სპეციალური პრიზებით.
“თელავში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა სამჯერ. ფედერაციიდან მოწვეული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კატეგორიის მსაჯები. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი შედგა. მინდა მობრძანებისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენ საპატიო სტუმრებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ქალბატონ ფიქრია ყუშიტაშვილს და ქართული ტანვარჯიშის ლეგენდას ქალბატონ ნელი სალაძეს. ვისარგებლებ შემთხვევით და მხატვრულ ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგაძეს მივულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას, რომელიც 22 ივნისს გახდა ბრინჯაოს პრიზიორი. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას,” – განაცხადა მედეა ვეკუამ.
ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიამ, კახეთში პირველი საქართველოს სპორტის ოსტატის სოფო კენკიშვილის მომზადებისათვის, საპატიო სიგელით დააჯილდოვა მწვრთნელი, ქალბატონი მედეა ვეკუა.