თელავში მწვანე ნარგავების სარწყავი სისტემა მოეწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარწყავი სისტემა განთავსდა ცენტრალურ და ჭავჭავაძის მოედანზე, „ძველ ბაღში“, მეფე ერეკლეს ძეგლისა და ჭადრის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 185 543 ლარით.