თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში ცენტრალურ ქუჩაზე, (ერეკლე II-ის გამზირზე), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ცნობით, #6, #8, #10 კორპუსებზე მიმდინარეობს გალესვისა და სამღებრო სამუშაოები. გარდა ამისა, შეკეთდება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც პირვანდელ სახეს შეინარჩუნებენ.