თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწყობა მიმდინარეობს

თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ასფალტის საფარი დაიგო რუსთაველის გამზირზე, N53 კორპუსის ეზოში.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოები ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს რუსთაველის გამზირზე, 19 საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელისა და ეზოს მოწყობას.