თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 54-ე და 56-ე კორპუსების ეზოებში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. მოწყობილია ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია აღმაშენებლის შესახვევში მდებარე #1, #3, #5, #7 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში. ასფალტის საფარის დაგება ასევე დაგეგმილია ამავე შესახვევში მდებარე მე-9 და მე-11, დუმბაძის ქუჩის #20 და ალაზნის გამზირზე მდებარე #28 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში.